"დებულება სტუდენტური მიკრო ბიზნეს-სესხების გაცემის შესახებ" (შემდგომში - "დებულება") შემუშავებულია სტუდენტთა ბიზნეს აქტივობის ამაღლების, მათ მიერ ეკონომიკის, ფინანსების, საკანონმდებლო, წარმოებისა და მენეჯმენტის საკითხების უფრო ღრმად დაუფლებისა და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ სამეწარმეო პრაქტიკაში რეალურად გამოყენების მიზნით.
მუხლი 2. სტუდენტური მიკრო ბიზნეს-სესხის გაცემის ზოგადი წესი
1. სტუდენტური მიკრო ბიზნეს-სესხი (შემდგომში - "სესხი") გაიცემა სტუდენტის (სტუდენტთა ჯგუფის) მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის პროექტის საფუძველზე.
2. ბიზნეს-გეგმას განიხილავს და ამტკიცებს სტუდენტური მიკრო ბიზნეს-სესხების კომისია (შემდგომში _ "კომისია").
3. სესხებს გასცემს სააქციო საზოგადოება "ინდუსტრია-ინვესტი" (შემდგომში - "კრედიტორი") საკუთარი და მოზიდული სახსრების ხარჯზე. სტუდენტური მიკრო ბიზნეს-სესხებისათვის კრედიტორი თავისი ფინანსური რესურსებიდან გამოყოფს 100,000 (ასიათასს) ლარს.
4. სესხის გაცემის, მათ შორის გარანტიების, დაბრუნების ვადას, აგრეთვე დაფარვის კონკრეტულ პირობებს განსაზღვრავს კრედიტორი, რომელიც ითავალისწინებს კომისიის მოსაზრებებს. ამასთან, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი არ შეიძლება აღემატებოდეს 18 პროცენტს.
5. სესხი გაიცემა არაუმეტეს სტუდენტის (სტუდენტთა ჯგუფის) უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ვადით. ცალკეულ შემთხვევაში, კრედიტორი დამოუკიდებლად წყვეტს სესხის უფრო მეტი ვადით გაცემის შესაძლებლობას.
6. სესხი მიმღები შეიძლება იყოს მხოლოდ სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული იურიდიულ პირი. იურიდიული პირის პარტნიორები შეიძლება იყვნენ აგრეთვე სხვა პირები.
მუხლი 3. ბიზნეს-გეგმის პროექტის მომზადებისა და წარდგენის წესი
1. სტუდენტი (სტუდენტთა ჯგუფი) თავის ბიზნეს-წინადადებას კომისიას წარუდგენს წერილობით და ელექტრონული ვერსიის სახით (ამ დებულების # 1 დანართში მოცემული ფორმით).
2. სტუდენტი (სტუდენტთა ჯგუფი) ბიზნეს-წინადადებასთან ერთად კრედიტორს წარუდგენს უმაღლესი სასწავლების ცნობას (ცნობებს) მისი (მათი) სასწავლო პროცესში ჩამორჩენის არ არსებობის შესახებ.
3. ბიზნეს-წინადადება წარედგინება კომისიას კრედიტორის ოფისში.
4. წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ბიზნეს-წინადადება განიხილება კომისიის მიერ მისი ავტორის (ავტორების) თანდასწრებით და, მისი მოწონების შემთხვევაში, სტუდენტს (სტუდენტთა ჯგუფს) ეძლევა რჩევა შესაბამისი ბიზნეს-გეგმის პროექტის მომზადების შესახებ.
5. სტუდენტი (სტუდენტთა ჯგუფი) ბიზნეს-გეგმას კომისიას წარუდგენს წერილობით და ელექტრონული ვერსიის სახით ამ დებულების # 2 დანართში მოცემული სტრუქტურით.
6. კომისია ბიზნეს-გეგმას განიხილავს და ამტკიცებს ან უარყოფს წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. ბიზნეს-წინადადებისა და ბიზნეს-გეგმის შემუშავების ყველა ეტაპზე სტუდენტს (სტუდენტთა ჯგუფს) კონსულტაციას უწევენ კრედიტორის სპეციალისტები და უმაღლესი სასწავლების პროფესორ-მასწავლებლები (ეს უკანასკნელნი _ ნებაყოფლობით საფუძველზე).
მუხლი 4. კომისიის ფორმირებისა და მუშაობის წესი
1. კომისია შედგება სამი წევრისაგან. ერთ წევრია კრედიტორის, ხოლო ორი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მათ შორის ერთი _ სტუდენტური თვითმმართველობის რეკომენდაციით. Uუნივერსიტეტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს კრედიტორს უნივერსიტეტის შიდა წესების შესაბამისად.
2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომებს ესწრება კომისიის 2 წევრი მაინც, ამათგან ერთი აუცილებლად უნდა იყოს კრედიტორის წარმომადგენელი.
3. კომისია სხდომებს ატარებს კრედიტორის ოფისში ან უმაღლესი სასწავლებლის კაბინეტში, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების უზრუნველყოფით.
4. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისის წევრები და გადაეცემა კრედიტორს.
5. კომისია უფლებამოსილია ბიზნეს-წინადადების ან ბიზნეს-გეგმის პროექტის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მის მოწონებასა და დამტკიცებაზე და მისცეს სათანადო სიტყვიერი განმარტება სტუდენტს (სტუდენტთა ჯგუფს).
6. კომისიის სხდომა დახურულია. მას ესწრება მხოლოდ კომისიის წევრები, ბიზნეს-წინადადების ან ბიზნეს-გეგმის ავტორი (ავტორები) და კრედიტორის სპეციალისტები. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ უმაღლესი სასწავლების პროფესორ-მასწავლებლები ბიზნეს-წინადადების ან ბიზნეს-გეგმის ავტორის (ავტორების) სურვილისამებრ.
მუხლი 5. კონფიდენციალობა და სტუდენთა ინფორმირება
1. ინფორმაცია ბიზნეს-წინადადებისა და ბიზნეს-გეგმის შესახებ, ასევე გაცემული სესხის მოცულობა კონფიდენციალურია მისი განხილვისა და დამტკიცების, აგრეთვე სასესხო ხელშეკრულების მოქმედების ყველა ეტაპზე.
2. კრედიტორი და კომისიის წევრები მორალურად და მატერიალურად პასუხს აგებენ ბიზნეს-წინადადებისა და ბიზნეს-გეგმის ავტორის (ავტორების) თანხმობის გარეშე წინადადებისა და გეგმის ზოგადად და დეტალებში, ასევე კრედიტის მოცულობის შესახებ ინფორმაციის გახმაურებაზე.
3. უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფს სტუდენტთა ინფორმირებას სტუდენტური მიკრო ბიზნეს-სესხების გაცემის შესახებ ამ დებულების ასლების საინფორმაციო დაფებზე გამოკვრით.
მუხლი 6. დებულების მოქმედების ვადა და დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. ეს დებულება მოქმედებს მანამ, სანამ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს რეკომენდაციას მისი მოქმედების შეჩერების შესახებ. ამასთან, დებულების გაუქმების თაობაზე კრედიტორის მოსაზრება არის გადამწყვეტი. …
2. ამ დებულებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს კომისიის წინადადებით, რომელიც მოწონებულ უნდა იქნეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... მიერ და დამტკიცებული კრედტორის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. ამასთან, დებულებაში ცვლილების თაობაზე კრედიტორის მოსაზრება არის გადამწყვეტი.